ახალი ამბები

კლასელები, რომლებმაც ინგლისურ ენაში უმაღლესი ქულა აიღეს 

კასპის, ბესიკ ნიპარიშვილის მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე-12 კლასის სამმა მოსწავლემ ინგლისურში უმაღლესი ქულა მიიღო. როგორც კლასის დამრიგებელი ნინო ნიპარიშვილი ამბობს, ნიკა ბალიაშვილმა, ელენე ავალიანმა და ლექსო ბახტაძემ 70-დან 70 ქულის აღება რეპეტიტორთან მომზადების გარეშე შეძლეს. 

კლასში 16 მოსწავლე მყავდა.  სამმა მათგანმა  მიიღო 70 ქულა ინგლისურში. დანარჩენების ქულებიც 65-დან 69-მდეა. აღსანიშნავი ისაა, რომ ბავშვები გავიდნენ მთლიანად ჩვენი გიმნაზიის ცოდნით, არ მომზადებულან“, – გვითხრა ნინო ნიპარიშვილმა. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 5 აგვისტოს გამოაქვეყნა უცხოური ენების გამოცდების შედეგები. 

დატოვეთ კომენტარი