ახალი ამბები

ატენში ნაცემი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია – სამხედრო ჰოსპიტალი

ატენში ჩხუბის დროს დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია – ინფორმაციას სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაცია – ანესთეზიის განყოფილების ხელმძღვანელი ზურაბ ნადირაშვილი ადასტურებს.

ნადირაშვილის თქმით, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა და ინტენსიური თერაპია ზოგადრეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება.

“იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად პაცინტის მდგომარეობა არის კრიტიკული. უგრძელდება შესაბამისი მკურნალობა და ინტენსიური თერაპია ზოგადრეანიმაციულ განყოფილებაში. ტრავმის განვითარების დეტალები და მექანიზმი ჩემთვის უცნობია, შემოყვანის დროს იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. მდგომარეობა კრიტიკულია და რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია”, – განმარტავს ზურაბ ნადირაშვილი.

ინფორმაციისთვის, შემთხვევა ატენში 29 ივლისს მოხდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს. დაკავებული ბრალის წარდგენას ელოდება.
დატოვეთ კომენტარი