ახალი ამბები

ბულბულისციხეში, ქუჩისთვის დეკანოზ დავით გრიგალაშვილის სახელის მინიჭება სურთ

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულის ციხეში, ცენტრალური ქუჩისთვის დეკანოზ დავით გრიგალაშვილის სახელის მინიჭება სურთ. იგი აღნიშნული სოფლიდან იყო და კახეთში მოღვაწეობდა.

დეკანოზი 2008 წელს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ხაშურის საკრებულოს დეპუტატის, ირინე გელაშვილის ინფორმაციით, ქუჩითვის დეკანოზის სახელის მინიჭებას მოსახლეობა ითხოვს.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა.

დატოვეთ კომენტარი