ატენში ჩხუბის დროს 40 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავდა. როგორც “მოზაიკას” ადგილობრივებმა უთხრეს, დაზარალებულს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
“მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
როგორც სოფელში ამბობენ, დაზარალებულს დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენეს.
“როგორც ვიცი, ორმა ბიჭმა სცემა“, – გვითხრეს სოფელში.
კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას ფლობს ატენში მერის წარმომადგენელი შოთა ვანიშვილიც, თუმცა დეტალები არ იცის.
ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს თუ არა მომხდარზე გამოძიება. ამის გარკვევა “მოზაიკამ” შსს-ში სცადა, თუმცა რამდენიმე საათიანი ლოდინის მიუხედავად, უწყებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია.
დატოვეთ კომენტარი