ხაშურიში N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება, – უთხრა “მოზაიკას” ხაშურის რესურცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
მანანა აბაზაძის ცნობით, სკოლის რეაბილიტაცია “მსოფლიო ბანკმა” 5 მილიონი ლარით დააფინანსა.
“სკოლის რეაბილიტაცია “მსოფლიო ბანკის” დაფინანსებით 2023 წელს დაიწყო. ამისთვის 5 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი. თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდებიან”.
დატოვეთ კომენტარი