გორის მერის მრჩეველმა თევდორე მაყაშვილმა თანამდებობა დატოვა.
მაყაშვილმა სამსასხურიდან წასვლის შესაებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.
“2 წლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი “დიდ ავიაციაში” ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროექტზე მიწევს მუშაობა, თან ამჯერად ბევრად უფრო საპასუხისმგებლო პოზიციაზე. დაგიბრუნდებით ნოემბერში”, – წერს მაყაშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის მერია ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მაყაშვილი მათთან აღარ მუშაობს.
“ხელშეკრულებით იყო დასაქმებული და მისი სურვილით, ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი ხელშეკრულება აღარ გაფორმდა”, – განმარტავენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, თევდორე მაყაშვილი გორის მერის მრჩეველად 2022 წელს დაინიშნა, ის უწყებაში კულტურის სპორტის და ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით მუშაობდა.