პარტიამ “ახალი” ქარელში რაიონული ოფისი გახსნა, რომელსაც მამუკა ივანიძე უხელმძღვანელებს.
“ვფიქრობ, რომ ცვლილებების დროა. ამიტომ გადავწყვიტე აქტიურად ჩავრთულიყავი პოლიტიკურ საქმიანობაში. მოსახლეობაშიც იგივე განწყობაა“, – გვითხრა ივანიძემ.
მან პოლიტიკური საქმიანობა 2003 წელს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დაიწყო. იყო ორი მოწვევის საკრებულოს წევრი, 2006 – 2014 წლებში. პარტიულ საქმიანობას მამუკა 2021 წელს ჩამოშორდა.
დატოვეთ კომენტარი