ქარელში ფეხბურთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. ზაზა გულიაშვილმა სტადიონის მოწყობის დაპირება ქარელელებს 2 წლის წინ მისცა.
“საზოგადოების მაღალი და აქტიური მოთხოვნიდან გამომდინარე, ქარელში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საქართვლს ფეხბურთის ფედერაციასთან და გავდივართ კონსულტაციებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან წარმატებული კონსულტაციის გავლის შემდეგ უკვე უშუალო სამუშაოები დაიწყება“, – თქვა ქარელის მერმა 2022 წლის ოქტომბერში.
მერის ეს დაპირება ახსოვთ ადგილობრივებსაც, თუმცა მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ზაზა გულიაშვილი ამ დაპირების შესრულება ვადის ამოწურვამდე ვერ მოასწრებს.
“მუდმივად გვესმის, რომ მიმდინარეობს საღარჯთაღრიცხვო სამუშაობი ქარელში სტადიონის რეკონსტრუქციისათვის, რომელიც ალბათ გულიშვილის მერობის პირობებში ნამდვილად არ განხორციელდება“, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მერაბ მარღიშვილმა.
ქარელში ცენტრალური სტადიონის მოწყობის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ქარელში პროფესიული საფეხბურთო გუნდი “ქარელი” ჩამოყალიბდა. გუნდის შექმნისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 000 ლარი დაიხარჯა.