ახალი ამბები

ქარელის მერია ახალ შტატს ამატებს 

ქარელის მერია ახალ შტატს ამატებს.  მერიის მიმართვის და საკრებულოს თანხმობის საფუძველზე, ახალი თანამშრომელი შესყიდვების განყოფილებას დაემატება და მისი ხელფასი 1 210 ლარი იქნება. 

შტატის დამატება განყოფილებაში არსებული ბევრი საქმის გამო გადაწყდა“, – განმარტავს  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ალეკო ღამბარაშვილი. 

აქამდე, ქარელის მერიის შესყიდვების განყოფილებას 4 თანამშრომელი ჰყავდა – უფროსი და 3 უფროსი სპეციალისტი. 

ერთი ქალბატონი ამ ეტაპზე დეკრეტულ შვებულებაშია, მეორე კი თვის ბოლოს გადის, თუმცა ესეც რომ არ იყოს, შტატის დამატება საქმიდან გამომდინარე აუცილებელია“, – აღნიშნა ჯუმბერ შუბითიძემ, ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ. 

საკრებულოს თანხმობით, განყოფილებას მეოთხე უფროსი სპეციალისტი დაემატება და საბოლოოდ, განყოფილების საშტატო ნუსხა ასე გამოიყურება:

თანამდებობარაოდენობაანაზღაურება
მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, განყოფილების უფროსი11 694
მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი11 331
მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 31 210
დატოვეთ კომენტარი