ახალი ამბები

ირმა ამბარდნიშვილი პარტიას “ახალი” შეუერთდა 

ირმა ამბარდნიშვილი პარტიას “ახალი” შეუერთდა. როგორც მან “მოზაიკას” უთხრა, გადაწყვეტილება დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ბრძოლისთვის მიიღო. 

ვიმედოვნებ ახალი პლატფორმიდან უკეთესად დავიცავ დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და ჩემი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ ბრძოლაში იმედი მაქვს ბევრი ღირსეული გორელი ჩაერთვება. ეს ისტორიული დროა, უკან დახევა საქართველოს რუსული გუბერნიის სტატუსს ნიშნავს. ახალგაზრდა თაობამ თქვა თავის არჩევანი – მათი მომავალი ევროპაშია“, – გვითხრა ამბარდნიშვილმა. 

ის გორის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი იყო 2018-2022 წლებში. ამბარდნიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრია. 

პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, ამბარდნიშვილი 1999 წლიდან მუშაობს ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.