“ვითხოვ ხელახალი კონკურსის ჩატარებას” – უთხრა “მოზაიკას” გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილმა უფროსმა.
ნანა ტერმაკოზაშვილმა არ ეთანხმება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას და ხელახალი კონკურსის დანიშვნას ითხოვს.
“როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებდა, მე განათლების სამინისტროს სააპელაციო კომისიას მივმართე, რომ არ ვეთანხმებოდი გადაწყვეტილებას და გამოვითხოვე ჩემი გასაუბრების და შეფასების ოქმები. შემდეგ უკვე სასამართლოში ჩემმა წარმომადგენელმა შეიტანა სარჩელი. ვითხოვთ ხელახალი კონკურსის ჩატარებას, გამჭვირვალე კრიტერიუმებით“, – გვითხრა ტერმაკოზაშვილმა.
მისივე თქმით, პირველი საჩივარი სასამართლომ ტექნიკური უზუსტობის გამო დაახარვეზა.
“დახარვეზდა ერთი საჩივარი, რომელიც შეიტანა ჩემმა ადვოკატმა. გვითხრეს, რომ არ ჩანს ჯერ რომ სამინისტროს მიმართეთო. ვადა გვაქვს გამოსასწორებლად და გასწორებულს შეიტანს ადვოკატი”.
სასამართლოში ნანა ტერმაკოზაშვილის ინტერესებს “სამართლიანი არჩევნები” დაიცავს.
ინფორმაციისთვის, ნანა ტერმაკოზაშვილი რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას 6 წელი იკავებდა. ვადის ამოწურვის შემდეგ, მან კვლავ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში, თუმცა სამინისტრომ მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა, რასაც ტერმაკოზაშვილი საკუთარ პროევროპულ ღირებულებებს უკავშირებს.