ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ერთ-ერთ მძღოლს ავტომობილის მართვის უფლება არ ჰქონდა.
“ოპელის მძღოლს, რომელიც მეორე ავტომანქანას დაეჯახა, მართვის მოწმობა არ ქონდა, რის გამოც ის პოლიციამ 2500 ლარით დააჯარიმა”, – ამბობენ თვითმხილველები.
შემთხვევა გუშინ, 3 ივლისს მოხდა.
დატოვეთ კომენტარი