ახალი ამბები

ურბნისთან ავარია მოხდა –  არიან დაშავებულები 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.

“მსუბუქი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ ერთმანეთს. როგორც ვიცი, მძიმედ არ იყვნენ დაშავებულები, მაგრამ სასწრაფომ მაინც გადაიყვანა საავადმყოფოში”, – უთხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა “მოზაიკას”. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276 -ე  მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.