ახალი ამბები

ხაშურის ორ სკოლაში დირექტორების არჩევნები ჩაიშალა – საუბრობენ ზეწოლაზე 

ხაშურის მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში დირექტორების არჩევნები ჩაიშალა. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ორივე შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრებზე ზეწოლა განხორციელდა. 

საუბარია ხაშურის N2 და ფლევის საჯარო სკოლებზე, სადაც დირექტორობის ორ-ორი კანდიდატი იყო. 

ხაშურის მეორე საჯარო სკოლაში დირექტორობა ია ხაჩიძეს და თამარ მახათაძეს სურდა. თამარ მახათაძე ამავე სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. 

თამარ მახათაძე სამეურვეო საბჭოს წევრებთან სახლებში დადიოდა და სთხოვდა დაებლოკათ ახალგაზრდა კადრი ია ხაჩიძე. მახათაძე 1980-იანი წლებიდანაა სკოლის დორექტორი და ვერასდროს აბარებს გამოცდას“, – უთხრეს “მოზაიკას”.

საბჭოს წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ ფლევის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ ლომიძესაც. 

“ფლევის საჯარო სკოლის დირექტორობა სურდა ზურაბ ლომიძეს და მისი კონკურენტი იყო ვანო ხაჩიძე. არჩევნების მიმდინარეობისას, ლომიძემ მასწავლებლები კაბინეტში შეიყვანა და კონკურენტი კანდიდატის, ხაჩიძის გადახაზვა დაავალა. საბოლოოდ, სკოლაში ხმები ორად გაიყო”. 

დირექტორების არჩევნები ხაშურის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში ჩატარდა. 

დატოვეთ კომენტარი