გორის მუნიციპალიტეტის ორი სკოლის, ბეთლემის და ზემო ნიქოზის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებმა სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატები არ აირჩიეს.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ახალი დირექტორის შერჩევამდე, ამ სკოლებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები უხელმძღვანელებენ.
“განათლებისა და მეცნიერების მინისტრს აქვს უფლება, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ან დანიშნოს დირექტორი ან ხელახალი კონკურსი გამოცხადდება, რასაც ვადები არ აქვს. იქამდე კი სკოლებში დირექტორის პოზიციას მოვალეობის შემსრულებელი იკავებს“, – გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
ინფორმაციისთვის, დირექტორის პოზიციაზე გორის მუნიციპალიტეტის 14 სკოლაში კონკურსი იყო გამოცხადებული. აქედან სამი სკოლის, ერგნეთის, ქვემო ნიქოზის და კირბალის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს სამინისტროს საკონკურსო კომისიამ ასარჩევად კანდიდატი არ წარუდგინა.