სტატიები

ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის მუშაობით მოსახლეობა უკმაყოფილოა

ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის მუშაობით მოსახლეობა უკმაყოფილოა. მოქალაქეები ჩივიან, რომ სოფლებიდან ნარჩენები საჭირო სიხშირით არ გააქვთ. 

ნაგავი მგონი რამოდენიმე კვირაა  არ გაუტანია დასუფთავების სამსახურს. ვიკითხე, რა ხდება თქო და პასუხი მივიღე დაუჯერებელი. ახალი მანქანებია და არ შემოდიან ხის ტოტები ედება მანქანას და უფრთხილდებიან, არ დაზიანდესო”, – ყვება ერთ-ერთ სოფელში, თათანაანთუბანში მცხოვრები ლელა ტომარაძე. 

Ნარჩენების დროულად გატანის პრობლემა გამოიკვეთა იმ მონიტორინგის დროსაც, რომელიც ქარელში პროექის “იმოქმედე დღესვე” ფარგლებში ჩატარდა. 

ანგარიშის მიხედვით, ნაგვის ურნების განთავსების მიუხედავად, ნარჩენების ეფექტური მართვა მუნიციპალიტეტში ვერ ხდება. 

Პრობლემის მასშტაბურობას უარყოფს ქარელის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. 

“არსად ჩავარდანა არ გვაქვს. ყველგან დროულად გაგვაქვს ნარჩენები. შეიძლება არის მსგავსი ვითარება სადმე, გადავამოწმებ და პრობლემას მოვაგვარებთ”, – გვითხრა  ზვიად იმერლიშვილმა. 

Მისივე თქმით, ნარჩენების გატანის პრობლემას თავად ადგილობრივები ქმნიან. 

მოსახლეობის მხრიდან ადგილი აქვს ურნების თვითნებურად გადაადგილების შემთხვევებს, რის გამოც მანქანისთვის მიუდგომელი ხდება იქამდე მისვლა, ვიწრო ჩიხებია, ხეებით და ტოტებით. არც ამ ხეების და ტოტების მოჭრა არ უნდათ. ამის გამო მართლა მანქანას ხომ არ დავამტვრევთ?!”, – აღნიშნა იმერლიშვილმა. 

ამჟამად ქარელის მუნიციპალიტეტს  6 ნაგავმზიდი ემსახურება, მათგან 2 მანქანა ქარელის მერიამ გასულ წელს 645 000 ლარად შეიძინა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი