ახალი ამბები

“ბუნებით ევროპელები არ შევეგუებით ოკუპანტი ქვეყნის გზაზე სიარულს!” – სტუდენტი ქარელიდან

ბუნებით ევროპელები არ შევეგუებით ოკუპანტი ქვეყნის გზაზე სიარულს“, – უთხრა “მოზაიკას” სტუდენტმა გიორგი ეკალაძე. 

როგორც გიორგი ამბობს, მოსახლეობა ხვდება “ქართული ოცნების” ჩანაფიქრს და მის განხორიელებას არ დაუშვებს. 

თუმცა ბედნიერი ვარ, რომ საქართელოს მოსახლეობისთვის ქართული ოცნების დიდი სურვილი ცხადია – საქართველო ევროპას ჩამოაშოროს, დააყენოს რუსულ გზაზე და გააჩუმოს ის ადამიანები, ვინც დემოკრატიაზე, თანასწორობაზე, ახალგაზრების განათლებაზე, მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებაზე, ფერმერების დახმარებაზე და სხვა ძალიან საჭირო და აუცილებელ საკითხებზე მუშაობენ. მიხარია, რომ ვერ ატყუებენ ქართველს ხალხს, რომელიც ძალიან კარგად ხვდება რომ ეს კანონი ეხება ყველას – ეხება საქართველოს მომავალს და ყველა ბენეფიციარს, ვისაც სამოქალაქო საზოგადოება ემსახურება“, – გვითხრა გიორგიმ. 

გიორგი დარწმუნებულია, რომ კანონის მიღების წინააღმდეგ ბრძოლაში ქართული საზოგადოება ერთიანი იქნება. 

“ყველაზე მძიმე ამ კანონის ამ მომენტში ინიცირებაა, რომელიც ახლა საქართველოს უდგას – კანდიდატის სტატუსი ქართველმა ხალხმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ეს კანონი არ მიაღებინა ქართულ ოცნებას. წელს როდესაც პასუხს ველოდებით გაგვიხსნიან თუ არა გაწევრების მოლაპარაკებს, ოცნება ნაცვლად 9 ნაბიჯის შესრულებისა, ხელახლა ემუქრება ეგზისტენციალურად საქართველოს ევროპულ მომავალს. დასავლელი პარტნიორები ღიად გვეუბნებიან, რომ რუსული კანონებით ევროპაში ვერ შევალთ. 9 აპრილს, იმ სხვაობით რომ, ახლა შიგნითვე გვებრძვიან რუსული საქმეებით, ვნახეთ რომ ბევრი ადამიანი გამოვიდა, ეს მხოლოდ საწყისია, ბუნებით ევროპელები არ შევეგუებით ოკუპანტი ქვეყნის გზაზე სიარულს!”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.