კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, გარდაცვლილი 30 წლის ბიჭია.
“სასტუმროს მშენებლობისას, მიწის მასას ჭრიდნენ მუშები და 30 წლის ბიჭი მიწაში ჩაიმარხა“, – უთხრეს “მოზაიკას”.
გარდაცვლილს ხვალ კრძალავენ.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
დატოვეთ კომენტარი