ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ქალების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა მოეწყობა.
ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. ღონისძიებაზე ქალი მეწარმეები ქართულ დელიკატესებს, ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებს და სხვადასხვა პროდუქტს გაყიდიან.
“ქალთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა წარმოგიდგენთ მეწარმეებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებიდან და სოციალური საწარმოებიდან”, – წერია სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების ორგანიზატორი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გორის მუნიციპალიტეტის მერიაა.
გამოფენა 9 მარტს 12:00 საათზე დაიწყება.
დატოვეთ კომენტარი