ახალი ამბები

გორში ახალგაზრდებისთვის რობოტიკის შემსწავლელი კურსი იწყება

გორში ახალგაზრდებისთვის რობოტიკის შემსწავლელი კურსი იწყება. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია 10-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. 

გორის მუნიციპალიტეტის მერია 10-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ორგანიზაციასთან “Pascal STEAM Community” ერთად ინოვაციურ პროექტს ახორციელებს. უწყება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს STEAM მიმართულებით სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს“, – წერს გორის მერია. 

პროექტის ბენეფიციარები 4-თვიანი კურსის ფარგლებში ისწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს, შექმნიან, ააწყობენ და დააპროგრამებენ რობოტებს.

“ინიციატივის მიზანია ახალგაზრდების STEAM – ით დაინტერესება, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია”.

სასწავლო კურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ონლაინ აპლიკაციის შევსება მსურველებს 25 თებერვლამდე შეეძლებათ. აპლიკაციების საფუძველზე 30 მონაწილე შეირჩევა. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.