გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში სპორტული დარბაზისთვის ტატამს შეიძენენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და 26 000 ლარი გაითვალისწინა.
შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა მოახდინოს.
ინფორმაციისთვის, ქვახვრელის სპორტულ დარბაზს რეაბილიტაცია 2019 წლის სექტემბერში ჩაუტარდა. დარბაზის შენობაში ჩატარდა სადემონტაჟო, სანტექნიკური, ელქტროობის, გათბობის მოწყობისა და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 045 ლარი დაიხარჯა.
დატოვეთ კომენტარი