ახალი ამბები

ვამოწმებ სკოლებში მოსწავლეების გაცდენებს, საგანგაშო არაფერია – გორის რესურსცენტრი

განსაკუთრებულობა გაცდენების მხრივ სკოლებში არ შეინიშნება – განაცხადა გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

მისი თქმით, სეზონური ვირუსების გამო სკოლებში გაცდენების რაოდენობა არ მომატებულა და მშვიდ გარემოში გრძელდება სასწავლო პროცესი.

“რაიმე განსაკუთრებულობა გაცდენების მხრივ სკოლებში არ შეინიშნება. “დრაივზე” მაქვს ატვირთული და ყოველ მეორე დღეს ვამოწმებ გაცდენებს, საგანგაშო არაფერია, რაც სხვა დროს ამ პერიოდში სეზონურ ვირუსების შემთხვევაში არ ხდება ხოლმე. სკოლები ჩეულ რეჟმში აგრძელებენ სასწავლო პროცესს”, – ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

ტერმაკოზაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე სკოლას გააცდენს “არა” უფიქსირდება.

“თუ მიყოლებით დაფიქსირდა გაცდენა მოსწავლეს “არა” უფიქსირდება. შემდეგ სკოლა მოიკითხავს მშობელთან , თუ ბავშვი ავადაა ამას, როგორც ცნობას ისე იღებს სასწავლო დაწესებულება”.

დატოვეთ კომენტარი