ციტატები

“დადასტურდა, რომ “ქართული ოცნება” არის რუსეთის მოტრფიალე და ასრულებს პუტინის დავალებას”-ბადრი ბასიშვილი 

ენმ-ს რეგიონალური ოფისის თავმჯდომარე, ბადრი ბასიშვილი "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმებას ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ქვეყანამ ევროპულ კურსს გადაუხვია. მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" იციან, რომ არჩევნებს წააგებენ და ხელისუფლების დათმობა არ სურთ. ბადრი ბასიშვილის თქმით, ენმ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორი იქნება მათი სამოქმედო გეგმა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.