ახალი ამბები

“100 კგ-ზე მეტი თევზი იყო გაბმული” – ქარელთან მდინარეში თევზმახეები აღმოაჩინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში 13 თევზის მახე ე.წ ოჩხი აღმოაჩინეს.

“უკანონო თევზჭერასთან ბრძოლის ფარგლებში, შიდა ქართლში პრევენციული ღონისძიებები გატარდა. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, მდინარე მტკვრიდან ამოღებულია 28 საბურავისგან დამზადებული 13 ერთეული თევზმახე ე.წ. ოჩხი, რომელშიც 100 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული”, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თევზი მდინარეში დააბრუნეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.