ახალი ამბები

დღეში ძაღლის მიერ დაკბენის 2-3 შემთხვევა ფიქსირდება – ხაშურის კლინიკა

დღის განმავლობაში ძაღლის მიერ დაკბენის 2-3 შემთხვევა ფიქსირდება – განაცხადა ხაშურის ანტირაბიული სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მელიქიძემ.

მელიქიძის თქმით, მნიშვნელოვანია პირველადი დაკბენის ფაქტის გამოვლენა, რათა პაციენტს დროულად გაეწიოს შესაბამისი დახმარება.

ანტირაბიული აცრა სპეციალური სქემით მიმდინარეობს. შესაბამისად, მეორეული ან მესამეული აცრები როცა უწევს პაციენტს, დღეში მომართვიანობა შეიძლება ოთხი, ხუთი  იყოს, შეიძლება ათიც, მაგრამ ჩვენთვის მთავარი  არის პირველად გამოვლენილი შემთხვევა, რომელიც დღის განმავლობაში  ერთი, ორი ან სამია“, – ამბობს ის.

ექიმის განმარტებით, ანტირაბიული აცრებზე მიმართვიანობა არ გაზრდილა და არც გართულებები არ ყოფილა.


“პაციენტებს დახმარებას ვუწევთ შესაბამისი დაზიანების მიხედვით. ჭრილობის შემთხვევაში, დამუშავება, ხოლო აცრა ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის და გაიდლაინის შესაბამისად. არც წინა თვეში და არც მიმდინარე თვეში განსაკუთრებული რყევები არ არის. შესაბამისად, რაიმე გართულებული შემთხვევები ჩვენთან არ ყოფილა”, – განმარტავს ექიმი.

ინფორმაციისთვის, 19 დეკემბერს ხაშურში მიუსაფარმა ძაღლმა ორი ადამიანი დაგლიჯა. როგორც ცნობილია, ორივე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დატოვეთ კომენტარი