ახალი ამბები

„ხაშურში ორი ადამიანი დაგლიჯა მიუსაფარმა ძაღლმა”

ხაშურში მიუსაფარმა ძაღლმა ორი ადამიანი დაგლიჯა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნინო ძინძიბაძე ავრცელებს. მისი თქმით, შემთხვევა ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა.

დღეს ხაშურში ბაზრის ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაგლიჯა ქუჩის ძაღლმა. პირველადი დახმარება დასჭირდა ერთს. მეორეც დაშავებულია“, – წერს ნინო ძინძიბაძე.

როგორც დაშავებულების ახლობლები აღნიშნავენ, ამჟამად ორივე მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შესაბამისმა სპეციალისტებმა მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, ჭრილობები დაუმუშავდათ და თავს კარგად გრძნობენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები