გორის მუნიციპალიტეტის მერი წინასაახალწლოდ თანამშრომელთა წახალისებას გეგმავს. ხინჩეგაშვილის თქმით, სახელფასო დანამატის რაოდენობა დამოკიდებულია იმ ნაშთზე, რომელიც ბიუჯეტში დარჩება.
“სახელფასო ფონდში ნაშთი რაც დარჩება, გადანაწილდება შესაბამისად გორის მერიის თანამშრომელთა წახალისებაზე საახალწლოდ. იგივე მოხდება ა(ა)იპ-ების შემთხვევაშიც, თუ დარჩებათ სახელფასო ფონდში ნაშთი, ამის მიხედვით განისაზღვრება რა რაოდენობის თანხით წახალისდებიან თანამშრომლები“, – განმარტავს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
წინასაახალწლოდ ფულადი ჯილდოები გორის მერიაში გასულ წელსაც გაიცა. გარდა ამისა, 2022 წლის მიწურულს, უწყებაში დასაქმებულებს ხელფასები 10%-ით გაეზარდათ.
დატოვეთ კომენტარი