ჟურნალისტ ია თინიკაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. იას თავის ტვინის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც, მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.
“ძალიან არ მინდოდა ამგვარი შინაარსის პოსტის დაწერა, მაგრამ, სამწუხაროდ, მდგომარეობა სასწრაფოა, ამიტომ, შეუძლებელია, რომ საკუთარი ფინანსური რესურსით საჭირო თანხის მობილიზებას დაველოდო”, – წერს ია.
ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა.
“მაგნეტორეზონანსული ტომოგრაფიით დიაგნოზის დასმის შემდეგ, რეკომენდებულია თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიული რეჟიმით, ასევე თავის ტვინის დიგიტალური ანგიოგრაფია, ოპერაციული მეთოდის შერჩევა და შემდგომ – თავის ტვინის ოპერაცია, რაც საკმაოდ ძვირადღირებული ყოფილა (განიხილება ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამატებითი კვლევები და შესაძლებლობის შემთხვევაში – ოპერაციული ჩარევა)”.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშებზე:
- GE08TB7086845064300018;
- GE23BG0000000161762834.