ახალი ამბები

ვზრუნავთ გარემოზე და ვსწავლობთ ქველმოქმედებას –  “ეკო-თაობა” გორის N10 სკოლაში

“ვაგროვებთ მაკულატურას, რომელსაც შემდეგ ვაბარებთ და თანხას ქველმოქმედებაში ვხარჯავთ” – გვითხრა თამარ ჯოლბორდმა, რომელიც გორის N10 საჯარო სკოლაში შექმნილი ეკო-კლუბის კოორდინატორია. 

“ეკო-თაობა” ასე ჰქვია კლუბს, რომელიც წლის განმავლობაში, გარემოზე ზრუნვის მიზნით, სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს.

“საახალწლოდ დაგეგმილი გვაქვს მოხუცთა თავშესაფარში მისვლა და მოხუცებისთვის ტკბილეულის მიტანა.”

ბოლო აქტივობა, რომელიც კლუბმა განახორციელა, გამწვანების აქცია იყო.

ეკო კომიტეტის შუამდგომლობით, მერიამ გადმოგვცა ნარგავები, რომლებსაც სკოლის ეზოში რგავენ ჩვენი მოსწავლეები. კიდევ მრავალი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ“, – გვითხრა მასწავლებელმა. 

ეკო-კლუბი მოსწავლეების გააქტიურების მიზნით, კონკურსებსაც აცხადებს. ერთ-ერთი ასეთი კონკურსი ახლაც მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მიღება ყველა იმ მოსწავლეს შეუძლია, ვინდ 22 იანვრამდე პლასტმასის სახურავებს შეაგროვებს. 

პირველი სამი მოსწავლე, რომელიც მოაგროვებს ყველაზე მეტ პლასტამასის სახურავს, დასაჩუქრდება ფასიანი წამახალისებელი საჩუქრით. სახურავები კი გამოყენებული იქნება მოსწავლეთა მიერ სკოლის ფასადის გასალამაზებლად“, – გვითხრა ჯოლბორდმა. 

კლუბის კოორდინატორის თქმით, გარემოზე ზრუნვას სწავლა სჭირდება და სწორედ ამას ემსახურება “ეკო-თაობა”.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი