ახალი ამბები

აგარაში ამბულატორია გაიხსნება – ფართი იჯარით გოჩა ჩუტკერაშვილს გადასცეს 

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში ამბულატორია გაიხსნება. ამ მიზნით, ყოფილი პოლიკლინიკის შენობის ნაწილი ადგილობრივმა ხელისუფლებამ 10-წლიანი იჯარით ექიმ გოჩა ჩუტკერაშვილს გადასცა. 

“აღნიშნულ სიახლეს აგარა-ქვენატკოცის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება. კარგია, რომ საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი მისთვის ფართის გადაცემას“, – განაცხადა მურთაზ ცისკაძემ, აგარა-ქვენატკოცის მაჟორიტარმა დეპუტატმა. 

ცისკაძის ცნობით, გურამ ჩუტკერაშვილი შენობას თავად გაარემონტებს. 

ამ ამბულატორიაში ადამიანები ყველა საჭირო გამოკვლევის ჩატარებას შეძლებენ და თბილისში და გორში აღარ მოუწევთ სიარული“, – გვითხრა მურთაზ ცისკაძემ.

ინფორმაციისთვის, გოჩა ჩუტკერაშვილისთვის ფართის გადაცემის საკითხი ქარელის საკრებულომ ბოლო სხდომაზე განიხილა. დეპუტატების თანხმობით, მერია 230 კვდრატული მეტრი ფართობის სივრცეს 10 წლის ვადით გაასხვისებს და იჯარის თანხა წლიურად 7 200 ლარი იქნება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები