ხაშურის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა კვების, უფასო სასადილოს მომსახურების ბიუჯეტი 8500 ლარით გაზარდა.
ხაშურის უფასო სასადილო 185 ბენეფიციარს ემსახურება. მათი კვებისთვის 2024 წლის ბიუჯეტში 178 500 ლარია გათვალისწინებული.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს ხაშურის მერიამ უფასო სასადილოს მომსახურებაზე 170 000 ლარი დახარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
დატოვეთ კომენტარი