სტატიები

გორის მერია ა(ა)იპ-ებს 37 მილიონით დააფინანსებს – რაში დაიხარჯება გორის ბიუჯეტის ნახევარი?

გორის მერია აპირებს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის 50% ა(ა)იპ-ების დაფინანსებაზე დახარჯოს. უწყების მიერ შემუშავებული გეგმით, ა(ა)იპ-ებს შეეძლებათ, რომ მიღებული დაფინანსების 90% უშტატო და შტატიანი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას მოამხარონ.

რა წერია მერიის მიერ შედგენილ ფინანსურ დოკუმენტში ა(ა)იპ-ების დაფინანსების შესახებ?

2024 წლის ბიუჯეტის პროექტი “მოზაიკამ” შეისწავლა.  დოკუმენტში მომავალი წლის ბიუჯეტი 76 737 300 ლარით არის განსაზღვრული. აქედან  37 738 700 ლარი კი 12 მუნიციპალური ა(ა)იპ-ის ფუნქციონირებისთვის გათვლილი ხარჯია. . 

მერიის გეგმით, მომავალ წელს ყველაზე მაღალ-ბიუჯეტიანი ა(ა)იპ-ები იქნებიან:

  • სკოლამდელი აღზრდის სააგენტო – 13 715 000 ლარი
  • ეთილმოწყობის სააგენტო – 6 167 000
  • ტრანსპორტის სააგენტო – 5 688 000
  • კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო  – 3 239 800

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ა(ა)იპ-ების ნაწილს საკუთარი შემოსავლები საერთოდ არ აქვს, ნაწილს კი მინიმალური ოდენობით. მთლიანობაში კი, ისინი კვლავ გორის ბიუჯეტზე დამოკიდებულ დაწესებულებებად რჩებიან. 

ა(ა)იპ-ის დასახელებადაფინანსების ოდენობასაკუთარი შემოსავალიბიუჯეტზე დამოკიდებულია
1გორის მუნიციპალური ინსპექცია915 0000100%-ით
2კეთილმოწყობის სააგენტო6 167 000285 00095%-ით
3სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბოსადგურების სამსახური1  148 00022 00098%-ით
4სკოლამდელი აღზრდის სააგენტო13 715 0000100%-ით
5ფეხბურთის კლუბი გორი1 578 000370 00076%-ით
6სპორტის განვითარებისა დახელშეწყობის სააგენტო2 724 0000100%-ით
7გაზეთი „გორის მაცნე“110 5006 30096%-ით
8კულტურის განვითარებისხელშეწყობის სააგენტო3 239 800140 00096%-ით
9საზოგადოებრივი ჯანდაცვისცენტრი267 20011 20096%-ით
10მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო1 199 800614 50050%-ით
11გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის ლანდშაფტის მართვის სააგენტო1 086 4000100%-ით
12ტრანსპორტის სააგენტო5 688 0001 224 00079%-ით
სულ:37 738 700 2 673 00093%-ით

რა წერია ბიუჯეტში შტატიანი და უშტატო თანამშრომლების ანაზღაურებაზე:

ა(ა)იპ-ების შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასები ორ სხვადასხვა მუხლში გადანაწილდება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ:

  • შტატიანი თანამშრომელთა ხელფასებს ა(ა)იპ-ებს ბიუჯეტის მუხლიდან “შრომის ანაზღაურება” გასცემენ – ამ მუხლში გაწერილი თანხების ჯამური ოდენობა 10 162 700 ლარია; 
  • შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე  ა(ა)იპ-ები ბიუჯეტის მუხლიდან “მომსახურება და საქონელი” გასცემენ – ამ მუხლში გაწერილი თანხების ჯამური ოდენობა 26 532 600 ლარია. 
ა(ა)იპ-ის დასახელებამთლიანი ბიუჯეტიმუხლი: შრომის ანაზღაურებამუხლი: საქონელი და მომსახურება
1გორის მუნიციპალური ინსპექცია915 000192 300702 700
2კეთილმოწყობის სააგენტო6 167 000544 7005 548 600
3სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბოსადგურების სამსახური1  148 000434 800709 800
4სკოლამდელი აღზრდის სააგენტო13 715 0006 915 2006 429 800
5ფეხბურთის კლუბი გორი1 578 000195 0001 355 000
6სპორტის განვითარებისა დახელშეწყობის სააგენტო2 724 000344 7002 154 700
7გაზეთი „გორის მაცნე“110 50080 60029 900
8კულტურის განვითარებისხელშეწყობის სააგენტო3 239 800414 5002 720 300
9საზოგადოებრივი ჯანდაცვისცენტრი267 200159 100105 300
10მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო1 199 800200 200969 600
11გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის ლანდშაფტის მართვის სააგენტო1 086 400407 400481 000
12ტრანსპორტის სააგენტო5 688 000274 2005 325 900
სულ:37 738 700 10 162 700 26 532 600

აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ები ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს წინა წლებშიც შტატიანი და უშტატო თანამშრომლების ხელფასებზე ხარჯავდნენ. გორის მერიის მიერ შედგენილი ბიუჯეტის პროექტი ადასტურებს, რომ ამ მხრივ ვითარება არც მომავალ წელს შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს თანხების ოპტიმიზაციის მიზნით, ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაცია ჩაატარეს, ხელმძღვანელები შეცვალეს და ათობით ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.