ახალი ამბები

ნიქოზში სასათბურე პროექტი “მეურნეობა” გაიხსნა 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, ინოვაციური სასათბურე პროექტი „მეურნეობა“ გაიხსნა.

ღონისძიება პროექტის ავტორებმა, სასათბურე მეურნეობის ექსპერტებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ერთობლივად საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიების გახსნისას მოსწავლეებთან ერთად სიმბოლურად დაირგო მარწყვის ჩითილები.
პროექტი ინოვაციურია და მიზნად ისახავს ბავშვებისთვის სამეურნეო საქმიანობის, მისი მართვისა და განვითარების შესწავლას.
ახალგაზრდები არაფორმალური გზით მიღებენ საჭირო ცოდნას, რომლიც დაეხმარება მათ სამეწარმეო უნარების განვითარებასა და სწორ პროფესიულ ორიენტაციაში.
საწარმოდან მიღებული შემოსავალით იგეგმება სკოლისა და მოსწავლეების განვითარებისთვის საჭირო სხვა პროექტების დაფინანსება.


“კიდევ ერთი საინტერესო და ინოვაციური პროექტი განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვიმყოფები ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდამჭერი ორგანიზაციის სტატუსით. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნიქოზის სკოლას და პარტნიორ ორგანიზაციებს”, – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა.


პროექტი მადლიერების კამპანიას Thankyou.ge და ქართული „ქრაუდფანდინგ“ პლატფორმასთან Fundraiser.ge თანამშრომლობით ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი