ახალი ამბები

“ოკუპანტების მიერ მოკლული ჩვენი კოლეგის ძმაა”- კირბალში ენმ-ს წარმომადგენლები ჩავიდნენ 

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ოპოზიციონერი წევრის, გივი გინტურის ძმაა, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ენმ-ს წევრმა, ანი ბალიაშვილმა განაცხადა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები კირბალში ჩავიდნენ, როგორც ისინი ამბობენ, ოჯახში სამძიმრის სათქმელად სურდათ მისვლა, თუმცა პოლიციამ გადაადგილების საშულება არ მისცა.

“სამძიმრის სათქმელად გვინდა მისვლა, ჩვენ რა საფთრთხეს უნდა წარმოვადგენდეთ, რომ მიგვიშვან ამ ოჯახამდე. რამდენადაც ვიცით, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა გასროლა”, – განაცხადა ანი ბალიაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, დღეს, 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა გატაცების მცდელობისას ცეცხლასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს კირბალში მცხოვრები, თამაზ გინტური, ხოლო კიდევ ერთ ადგილობრივი, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. 

დატოვეთ კომენტარი