კირბლის მიმდებრედ რუსმა ოკუპანტებმა გატაცების მცდელობისას ერთ-ერთ ადგილობრივი, მოკლეს.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე”, – ნათქვამია განცხადებაში.
ანტისაოკუპაციო მოძრაბა “ძალა ერთობაშია” ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, გარდაცვლილი კირბალში მცხოვრები თამაზ გინტურია.
დატოვეთ კომენტარი