ახალი ამბები

ძალადობა 10 წლის გოგოზე – ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა საქმეზე, რომელიც ეხება 10 წლის გოგოს მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 10 ივნისს, გ.გ. სოციალურ ქსელ „Facebook“-ში 10 წლის არასრულწლოვანს მისივე თანატოლ გოგონად გაეცნო, რითაც შევიდა მასთან ნდობაში და დაზარალებულისგან უკანონოდ მოიპოვა პირადი საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ხასიათის მიმოწერა, ფოტოები და ვიდეო ფაილები, რის შემდეგაც ბრალდებული არასრულწლოვანს უკვე მოპოვებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით დაემუქრა. ამას გარდა, გ.გ.-მ დაზარალებულს ვიდეოზარით დარეკვა და სექსუალური ხასიათის ქმედებების შესრულება მოსთხოვა” , – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ გ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.