აგარის პოლიციის უფროსი, იოსებ გელაშვილი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი – იოსებ გელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციისთვისთვის, სოსო გელაშვილი ფუგურირებდა გასულ წელს 19 წლის ბიჭის ცემის საქმეში. მაშინ აგარაში მცხოვრები ნიკა ოსაძე, გელაშვილსა და აგარის პოლიციის კიდევ ერთ თანამშრომელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
ამავე თემაზე: პოლიციელების მიერ 19 წლის ბიჭის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო