ახალი ამბები

მდინარე ლიახვში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მდინარე ლიახვში 59 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც გაირკვა, ის ცხინვალის რეგინის მკვიდრი იყო, რომელიც სახლიდან 3 ივლისს დილით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა, – ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

“მდინარე ლიახვაში, სამართალდამცავებმა იპოვეს 59 წლის მამაკაცის ცხედარი, ის ცხინვალის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია”, – აცხადებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის “შინაგან საქმეთა სამინისტროში”

ე.წ. სამართალდამცავები შემთხვევის დეტალებს ადგილზე იკვლევენ, მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები