ახალი ამბები

ნიგოზას ქარის ელექტროსადგურს თურქული კომპანია აშენებს, იგეგმება მოსახლეობასთან შეხვედრა 

გორისა და კასპის მუნიციპალიტეტში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრები იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მოსახლოებას პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურაში საზოგადოების მონაწილეობის, შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების შეუძლია ეწვიოს ბმულს: http://ei.gov.ge/ka/info/f153088c-4506-4680-a5ad-64bcb4a2a1aa

“წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება შემდეგი გრაფიკით: 

  • ქვახვრელი (საჯარო სკოლის შენობა);

28 ნოემბერი, 15:00 საათი. 

  • ხიდისთავი (ადმინისტრაციული შენობა);

29 ნოემბერი.

  • გორი, კულტურის სახლის შენობა (მის: მშვიდობის გამზირი N12ა);

29 ნოემბერი, 14:00 საათი. 

ინფორმაციისთვის, ნიგოზას ქარის ელექტრო სადგურის მშენებლობას სააქციო საზოგადოება “ჩალიკ ჯორჯია ვინდი” გეგმავს. აღნიშნული სააქციო საზოგადოება საქართველოში 2015 წელს დარეგისტრირდა, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი წევრები არიან თურქეთის მოქალაქე ონურ იუცექალი, ოსმან საიმ დინჩი და ნუგზარი ხაინდრავა, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოსი და რუსეთის. 

დატოვეთ კომენტარი