საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარით, მოწყობილია ეზო ატრაქციონებითა და ფანჩატურებით.
მეჯვრისხევის საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათლილი და ამ ეტაპზე 100 – მდე აღსაზრდელი ირიცხება.
მეჯვრისხევის ბაღის შენობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა. ამ დრომდე ბაღის აღსაზრდელები სააგენტოს მიერ დაქირავებულ ფართში იღებდნენ სკოლამდელ განათლებას.
ინფორმაციისთვის, მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა ორი წლის წინ დასრულდა, თუმცა ამ დრომდე შენობა დაკეტილი იყო. მისი გახსნის მოთხოვნით, ცოტა ხნის წინ აღსაზრდელების მშობლებმა აქციაც გამართეს.
დატოვეთ კომენტარი