გორის ქალთა კამერული გუნდი კულტურის საერთაშორისი ფესტივალზე წარსდგება.
გუნდი ფესტივალის ფარგლებში სამ კონცერტს გამართავს ანსამბლ “ბასიანთან” და სახელმწიფო კამერულ გუნდთან ერთად.
კონცერტები 25, 26 და 28 ოქტომბერს ბრუგეში, ბრიუსელში და ჰააგაში გაიმართება.
29 ოქტომბერს კი, გორის ქალთა კამერული გუნდი წარსდგება ორგანყოფილებიანი სოლო-კონცერტით, სადაც შესრულებული იქნება, როგორც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები, ასევე ქართული ხალხური სიმღერების ნიმუშები.
დატოვეთ კომენტარი