გორის მესამე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ცეცხლი მაკულატურას გაუჩნდა.
სკოლის დირექტორის თქმით, ცეცხლი სამეურნეო მენეჯერმა ცეცხმაქრებით ჩააქრო და შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
“პრევენციისთვის გამოვიძახეთ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ახლა ხანძარი ლოკალიზებულია”, – ამბობს ვახტანგ სუხიტაშვილი.
დირექტორის თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.
დატოვეთ კომენტარი