მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბმა თავის რჩეულად გორის მე-12 სკოლის, სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლელა წურწუმია დაასახელა. მას ნინო აბულაძის სახელობის პრიზი გადაეცა.
წურწუმია აღნიშნული პრიზის მფლობელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023 -ის ფარგლებში გახდა. აღსანიშნავია, რომ ასევე გორელ პედაგოგს, ნინო ფსუტურის გადაეცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო. ის მე-8 საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის.
ინფორმაციისთვის, ნინო აბულაძის სახელობის პრიზი 2021 წელს დაწესდა. ის 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყო. ის 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დატოვეთ კომენტარი