მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023-ის მფლობელი ნინო ფსუტური გახდა. ნინო ფსუტური გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია.
წლევანდელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, ხუთი ფინალისტიდან გამოვლინდა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize ნაწილია.
დატოვეთ კომენტარი