ახალი ამბები

გორის მე-3 სკოლის მოსწავლეებს გერმანიაში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა ექნებათ – დეტალები

გორის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს გერმანიაში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, რომელსაც ახალგაზრდებს გერმანიის ქალაქ რადოფცელის “მეთნაუს” სკოლასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აძლევთ. 

როგორც მესამე სჯარო სკოლის დირექტორმა “მოზაიკას” უთხრა, მემორანდუმი სამომავლოდ ითვალისწინებს, გერმანული ენის მეორე გაძლიერებული ენის სტატუსით სწავლებას.

“გერმანული ენის სწავლება სკოლაში სექტემბრიდან დაიწყო. პირვლმა ჯგუფმა, რომელშიც 22 მოსწავლეა, მეორე უცხო ენად გერმანული აირჩიეს”, – ამბობს ვახტანგ სუხიტაშვილი. 

მისი თქმით, ეს პირველი ეტაპია, რასაც საბოლოოდ სკოლაში  “შპრახ” პროგრამის დანერგვა და  გერმანიაში უფასო სწავლების პერსპექტივით, “დეზდე” დიპლომის გაცემა უნდა მოყვეს. 

“არსებობს “შპრახ” პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გერმანული ენის გაძლიერებულ სწავლებას. იმ შემთხვევაში თუ, გერმანულ ენას უფრო და უფრო მეტი მოსწავლე აირჩევს, ჩვენ ჩავერთვებით აღნიშნულ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც გაიცემა ეგრეთწოდებული “დეესდე ” დიპლომი”, – აღნიშნავს სუხიტაშვილი. 

მისივე თქმით, აღნიშნული დიპლომი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით საგანმანათლებლო პგოგრამებში და უფასოდ ისწავლონ გერმანიის პროფესიულ თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

ქალაქ რადოფცელის “მეთნაუს” სკოლასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ქართველი და გერმანელი მოსწავლეების დაახლოებას, მათ შორის ინფორმაციის გაცვლასაც გულისხმობს. ამ მიზნით, გორის მესამე საჯარო სკოლას  20 გერმანელი უფროსკლასელი მოსწავლე სტუმრობდა და როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, მოსალოდნელია, რომ პარტნიორი სკოლის მიწვევით, გერმანიის უკეთ გაცნობის საშუალება გორელ მოსწავლეებსაც მიეცეთ. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი