ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა. საბჭოს წევრებმა თავმჯდომარედ მორის დანდურიშვილი – ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი აირჩიეს, – ამ ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ხაშურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება და დაგეგმილია.
“დისკუსია შეეხო წყლისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის მიმდინარეობას, ზემო სერის ტყე-პარკის რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, უახლოეს პერიოდში დაგეგმილ “ხაშურ ქალაქობის” დღესასწაულს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დატოვეთ კომენტარი