ახალი ამბები

სოფელ ავლევში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა 

ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,ავლევში საბავშვო ბაღის გახსნას დაესწერნენ.  ქარელის მერიის ცნობით, საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

“პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალმომარაგება-კანალიზაციისა და გათბობის სისტემა, სველი წერტილები,საძინებელი,სასადილო, სათამაშო და ასევე პერსონალისათვის განკუთვნილი ოთახები,შეიღება გარე ფასადი, შემოიღობა და მოწესრიგდა ეზოს ტერიტორია,დაიდგა საბავშვო გასართობი ატრაქციონები.საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს”, – ნათქვამია ქარელის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღნიშნული საბავშვო ბაღით ისარგებლებენ ავლევიში,  ცერონისსა და კნოლევში მცხორები აღსაზრდელები. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.