სოფელ ხიდისთავის ერთ-ერთ უბანში, იქ სადაც წლების განმავლობაში გარე განათების სისტემა არ არსებობდა, 330 მეტრ სიგრძეზე დამონტაჟდა 9 ერთეული ელექტრო ბოძი და 9 ერთეული 50 ვატიანი დიოდური სანათი, – ინფორმაციას კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
“დასახლების მცხოვრებლები ახალი გარე განათებით უკვე სარგებლობენ და ღამის საათებში კომფორტულად გადაადგილდებიან”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოში განმარტავენ, რომ ხიდისთავში, ისე როგორც მუნუციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში, კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ, მუდმივად ხდება დაზიანებული სანათების ამოცვლა.
დატოვეთ კომენტარი