გორში მანქანა გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა.
როგორც თვითხილველი ამბობს, ავარია სამხარეო პოლიციის შენობასთან მოხდა.
“გაჩერებულ 5 ავტომობილს დაეჯახა. როგორც ამბობენ, მძღოლი ნასვამი იყო. როგორც ვიცი, დაშავდა კიდეც’, – უთხრეს “მოზაიკას”.
შსს მომხდარის შედეგად, ვინმეს დაშავების ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ გამოძიება საკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.
დატოვეთ კომენტარი