“ახალუბნის წყალსატევი, სადაც სამუშაოები ჩატარდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ერთი დღე არ უფუნქციონირია, დღემდე სოფელს სასმელი წყალი არ აქვს”, – ამბობს ბექა ქორჩილავა ენმ-ს წევრი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალუბანი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. სასმელი წყლის სისტემა აქ 4 წლის წინ მოეწყო, თუმცა სოფლის მოსახლეობა სასმელი წყალს მაინც მეზობელი სოფლის ჭაბურღილიდან იღებს.
“დღე-გამოშვებით გვაქვს, ერთი დღე, რომ აძვში მოდის, მეორე დღეს ჩვენთან, მაგრამ რამდენად ვარგისია და ხარისხიანი ეგ სხვა საკითხია”, – ამბობენ ადგილობრივები.
ოპოზიცია თვლის, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყლის სისტემის მოსაწყობად თანხები გაფლანგა, რითაც მოსახლოებამ იზარალა.
დატოვეთ კომენტარი